ეპისკოპოსმა მელქისედეკმა მთავარანგელოზის ტაძარში საღვთო ლიტურგია აღავლინა

დღეს 12:09
108
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) საღვთო ლიტურგია აღავლინა. ფოტო: ეპარიის გვერდი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) საღვთო ლიტურგია აღავლინა. ფოტო: ეპარიის გვერდი

მთავარანგელოზობის დღესასწაულზე მეუფემ მრევლს დღესასწაული მიულოცა, ტაძრის ქტიტორებს მადლობა გადაუხადა და ტაძრის წინამძღვრად მღვდელი ანდრია არჯევანიძე დაადგინა.

2026 წლის 21 ნოემბერს, მთავარანგელოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძემ) საღვთო ლიტურგია აღავლინა ქალაქ ზესტაფონში, მზიგულის დასახლებაში მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში.

წირვის დასრულების შემდეგ მეუფე მელქისედეკმა შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა, მიულოცა დღესასწაული და მადლობა გადაუხადა ტაძრის ქტიტორებს — გრიგოლ (გია) მაღრაძესა და ზაზა ბერაძეს — ტაძრის მშენებლობისა და კეთილმოწყობისთვის გაწეული ღვაწლისთვის.

ღვთისმსახურების დასასრულს ეპისკოპოსმა მელქისედეკმა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრად მღვდელი ანდრია არჯევანიძე დაადგინა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა:

ეპისკოპოსმა მელქისედეკმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ