ბებნისში წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძრის კედლების მშენებლობა დასრულდა, გუმბათის მოსაწყობად დახმარებაა საჭირო
სოფლის ერთობისა და თავდადების შედეგად, მშენებარე ტაძრის კედლები ერთ თვეში აიგო, თუმცა სამუშაოების გაგრძელებისთვის ფინანსური მხარდაჭერა აუცილებელია.
რუის-ურბნისის ეპარქიაში, სოფელ ბებნისში, წმინდა საბა განწმენდილის სახელობის მშენებარე ტაძრის კედლების მშენებლობა წარმატებით დასრულდა. როგორც ტაძრის მშენებლობაში ჩართული პირები აღნიშნავენ, უფლის შეწევნითა და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით, სოფლის მოსახლეობის ერთობისა და თავდადების შედეგად, ტაძრის კედლები სულ ერთ თვეში აშენდა.
მშენებლობის ინიციატორების თქმით, განხორციელებული სამუშაო კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად დიდი ძალა აქვს ადამიანთა ერთობას, სიყვარულსა და საერთო საქმისადმი პასუხისმგებლობას. მათი განცხადებით, ის, რასაც ხშირად წლები სჭირდება, სოფლის მცხოვრებთა ძალისხმევითა და კეთილი ადამიანების მხარდაჭერით მოკლე დროში განხორციელდა.
ამჟამად ტაძრის მშენებლობა ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ ეტაპზე — გუმბათის მოწყობაზე გადადის. თუმცა, არსებული ფინანსური რესურსები სრულად ამოწურულია, რის გამოც სამუშაოების გაგრძელება მოსახლეობისა და ქველმოქმედების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
ტაძრის მშენებლობაში ჩართული პირები საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი, თუნდაც მცირე შემოწირულობა, მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ამ წმინდა საქმის ბოლომდე მიყვანაში.
მათი თქმით, მრავალი ადამიანის შრომითა და სიყვარულით დაწყებული საქმე არ უნდა შეჩერდეს და ტაძრის მშენებლობა წარმატებით უნდა დასრულდეს.
შემოწირულობის გადარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი: GE40BG0000000612024403
თიბისი ბანკი: GE51TB7990945064300114
ლიბერთი ბანკი: GE76LB0711190871510000
მიმღები:შოთა თინიკაშვილი
პირადი ნომერი:43001045334
ტაძრის მშენებლობის ორგანიზატორები მადლობას უხდიან ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დრომდე მონაწილეობდა მშენებლობაში და იმედოვნებენ, რომ საზოგადოების მხარდაჭერით წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარი მალე სრულყოფილად აღიმართება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.