28 სექტემბერს ბაკურციხე და კოლაგი იკურთხა

2824
28 სექტემბერი 19:39
7
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის დალოცვა. ფოტო: ეპარქიის გვერდი გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის დალოცვა. ფოტო: ეპარქიის გვერდი

საქართველოს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სოფლების კურთხევის ტრადიცია გაგრძელდა.

2026 წლის 28 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები — ბაკურციხე და კოლაგი იკურთხა. სოფლების კურთხევასთან დაკავშირებით, ბაკურციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

სადღესასწაულო წირვა ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა გიორგი ქუმსიაშვილმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.

ამ თემაზე გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში მონაზვნად აღკვეცის წესი შესრულდა
მორჩილი ირაკლი ჯანგირაშვილი მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ლაზარე ეწოდა.

საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, მერის პირველი მოადგილე კოტე ბერიძიშვილი და პარლამენტის დელეგატის ბიუროს ხელმძღვანელი ზაზა შოშიაშვილი.

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში შემავალი სოფლების კურთხევა მაღალყოვლადუსამღვდელოესი გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსის ექვთიმე ლეჟავას ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.

სოფლების კურთხევის ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება და მიზნად ისტორიული თარიღის აღნიშვნასა და ქვეყნის სულიერი მემკვიდრეობისადმი ყურადღების გამახვილებას ისახავს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სასულიერო პირთა გადამზადება ღირებულებითი განათლების მიმართულებით გრძელდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ