გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

2824
24 ივნისი 22:32
30
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქართველი და უცხოელი სპეციალისტები წმინდა გიორგის ტაძრის უნიკალური მხატვრობის დაცვისა და კონსერვაციის სტრატეგიაზე მუშაობენ.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქიტექტურული, არქეოლოგიური, კედლის მხატვრობის საკონსერვაციო და გარემო პირობების კვლევითი სამუშაოები.

სამუშაო პროცესში ჩართულნი არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები. გელათს ამჟამად სტუმრობენ არქიტექტორ-რესტავრატორი ნიკოლა ბერლოვკი და ფლორენციის ცნობილი ინსტიტუტის – „ოპიფიჩო დელე პიეტრე დიურეს“ დირექტორი ემანუელა დაფრა.

წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფს სწორედ ემანუელა დაფრა უხელმძღვანელებს. დაგეგმილია, რომ ფლორენციის ინსტიტუტის სამი წამყვანი სპეციალისტი სამუშაოებში მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ჩაერთვება.

ქართველ და უცხოელ ექსპერტებს შორის გამართულ შეხვედრაზე დეტალურად შეფასდა არსებული მდგომარეობა, განიხილეს წმინდა გიორგის ტაძრის უნიკალური მხატვრობის წინაშე არსებული გამოწვევები და შეიმუშავეს კონსერვაციის სტრატეგია. ასევე განისაზღვრა სარეაბილიტაციო პროცესის შემდგომი ეტაპების სამოქმედო გეგმა.

შეგახსენებთ, რომ წმინდა გიორგის ტაძარში კედლის მხატვრობის კვლევითი სამუშაოები 2025 წელს დაიწყო და მისი მიზანი უნიკალური ფრესკების დაცვა, შესწავლა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებაა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ