ალავერდის საკათედრო ტაძარში იოსებ ალავერდელის ხსენების დღე აღინიშნა
ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
28 სექტემბერს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ წმინდა იოსებ ალავერდელის ხსენების დღე აღნიშნა.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. ღვთისმსახურება აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა აღასრულა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მღვდელთმთავარმა მრევლი დალოცა და შეკრებილ საზოგადოებას ქადაგებით მიმართა. მეუფემ წმინდა იოსებ ალავერდელის ღვაწლზე, მის სულიერ დამსახურებასა და ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებაში მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დღესასწაულზე ტაძარში დაბრძანებული იყო წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, რომელთა მოლოცვის შესაძლებლობაც მრევლს მიეცა.
წმინდა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს ალავერდის საკათედრო ტაძარში მრევლი განსაკუთრებული ლოცვითა და მადლიერებით შეიკრიბა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია.
