ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას ხორციელად შობის დღეს ვულოცავთ
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი მეუფე საბას ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და მრავალჟამიერ მსახურებას უსურვებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის სახელით, გულითადად ვულოცავთ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) ხორციელად შობის დღეს.
მეუფე საბამ სასულიერო გზა 1991 წელს დაიწყო, როდესაც ბერად აღიკვეცა. 1992 წელს იგი დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 4 ოქტომბერს კი მღვდლად დაასხეს ხელი. 1994 წელს მეუფე იღუმენის ხარისხში აიყვანეს, მოგვიანებით კი არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა.
1996 წლის 3 ნოემბერს საბა (გიგიბერია) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 2003 წლის 14 სექტემბრიდან იგი ხონის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი გახდა, ხოლო 2008 წლის 24 აპრილს მიტროპოლიტის ხარისხი მიენიჭა.
მეუფე საბა სხვადასხვა წლებში საქართველოს საპატრიარქოში მნიშვნელოვან პასუხისმგებლობებსაც ასრულებდა. 1997-2004 წლებში იგი საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური განყოფილების თავმჯდომარე იყო, ხოლო 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა გამწვანებისა და ეკოლოგიის მიმართულებას.
ამ ღირსშესანიშნავ დღეს ჩვენ მეუფე საბას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, უფლისგან შემწეობასა და ძალას, რათა კვლავ მრავალი წელი ერთგულად და ნაყოფიერად ემსახუროს ქრისტეს ეკლესიას, საკუთარ ეპარქიასა და ქართველ ერს.
მრავალჟამიერ, მეუფეო!
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს 13 წლის ნანასთვის.
