ქუთაისში ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგების მქონე აბიტურიენტები დააჯილდოვეს

2824
12:16
8
სტუდენტების დაჯილდოება ქუთაისში. ფოტო: rustavi2 სტუდენტების დაჯილდოება ქუთაისში. ფოტო: rustavi2

წარმატებულ ახალგაზრდებს ჯილდოები და სიგელები გადასცეს.

ქუთაისში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ახალგაზრდების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის ტექნოლოგიურმა ჰაბმა უმასპინძლა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქალაქის მკვიდრმა 48 აბიტურიენტმა უმაღლესი ქულები მოიპოვა და მაღალი შედეგებით გამოირჩეოდა.

ამ თემაზე წმ. გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სახელობის სკოლა-გიმნაზია მძლეოსნობაში მონაწილეობდა
წყალტუბოში, სასკოლო ოლიმპიადა 2026-2027-ის ფარგლებში, მძლეოსნობაში 2010-2012 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის შეჯიბრება გაიმართა.

წარმატებულ ახალგაზრდებს ჯილდოები და სიგელები ქუთაისის მერმა, დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილესთან ერთად გადასცა.

ღონისძიებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე დაესწრო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ წარმატებული ახალგაზრდები დალოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ქუთაისის მერის, დავით ერემეიშვილის, განცხადებით, მუნიციპალიტეტი წარჩინებული ახალგაზრდების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

„ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს დავაჯილდოვეთ ის ახალგაზრდები, რომლებმაც მაქსიმალური შედეგი დადეს ეროვნულ გამოცდებზე. ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვუჭერთ მხარს წარჩინებულ მოსწავლეებს და ასეც გავაგრძელებთ მომდევნო წლებშიც“, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ