ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

2824
10:32
8
საქართველოს დელეგაციის წევრები ლევილის მამულში. ფოტო: კულტურის სამინისტრო საქართველოს დელეგაციის წევრები ლევილის მამულში. ფოტო: კულტურის სამინისტრო

რეაბილიტირებული მამული სამუზეუმო, საგანმანათლებლო, საბიბლიოთეკო და კულტურულ სივრცეებს გააერთიანებს.

ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაციის დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების წარმომადგენლები, ემიგრირებული მთავრობის ოჯახების შთამომავლები და ლევილის მამულის ისტორიასთან სხვადასხვა დროს დაკავშირებული პირები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და ლევილ-სურ-ორჟის მერი ერიკ ბრევი.

ღონისძიების სტუმრებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის, მისასალმებელი სიტყვა წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, იღუმენმა ეფრემმა გააცნო.

ამ თემაზე ლევილის ქართველთა მამული განახლების ფინალურ ეტაპზეა, რომელის გახსნაც მიმდინარე წელს იგეგმება
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

სტუმრებმა დაათვალიერეს რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამული, მათ შორის, შატო, ვენახები და ოდა. ასევე გაიმართა მამულის ბიბლიოთეკისთვის სპეციალურად გამოცემული წიგნების წარდგენა.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ლევილის ქართულ სასაფლაოზე პატივი მიაგეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების ხსოვნას.

საზეიმო ღონისძიება სპეციალურად შექმნილი საკონცერტო პროგრამით დასრულდა, რომელშიც ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

ლევილი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ადგილია. 1922 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დაიდო ბინა, მამული ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის შენარჩუნების მნიშვნელოვან კერად იქცა.

რეაბილიტაციის შემდეგ ლევილის მამული ახალ ფუნქციებს შეიძენს და სამუზეუმო, სასწავლო, საბიბლიოთეკო და სახელოსნო სივრცეებს გააერთიანებს. მამულში ასევე იფუნქციონირებს აკადემიური სივრცე ქართველი ხელოვანების, ისტორიკოსებისა და მკვლევრებისთვის, მათ შორის სტუდენტებისთვის.

მამული შეინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ ისტორიულ და ბუნებრივ გარემოსაც — ქართული ვენახითა და ხეხილის ბაღით. რეაბილიტირებული ლევილი მიზნად ისახავს, ევროპაში ქართული ისტორიისა და კულტურის გაცნობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბებას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ლუდვიგსბურგში მართლმადიდებლურ ლიტურგიაში მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მონაწილეობდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ