ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ლელობურთი არ გაიმართება

2824
09 აპრილი 17:41
36
მამა საბა. ფოტო არქივი მამა საბა. ფოტო არქივი

ადრე, სოფლის ცენტრში თოფის გასროლისა და ლელოს აგდების პატივი უხუცეს მოთამაშეებს ჰქონდათ.

წელს, აღდგომას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ლელობურთი არ გაიმართება.
მიზეზი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებაა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის თქმით, ამ ეტაპზე ცნობილი არის, რომ ბურთი წელს შეიკერება.

ლელობურთი — ქართული ეროვნული სპორტის სახეობა, რომელიც აღმოცენებულია უძველესი თამაშის საფუძველზე. ტრადიციის სახით შემორჩენილია გურიაში, შუხუთში. თამაში იმართება მატყლით დატენილი ბურთით (3 კგ-მდე) ფეხბურთის მინდორზე (დაახლოებით 70×105 მ), რომელსაც არ აქვს კარი. გუნდს ეთვლება ქულა, თუ იგი რაიმე საშუალებით ხელით ან ფეხით გადააცილებს ან გადაიტანს ბურთს მოწინააღმდეგის ჩათვლის ხაზს იქით როგორც ჰაერში, ისე მიწაზე. გამარჯვებულია ის, ვინც ამას მეტჯერ გააკეთებს. ნებადართულია ჩავლება, ჩაბღუჯვა, წაქცევა, მხოლოდ უხეში ილეთების გარეშე. თამაში შედგება ორი 30-წუთიანი ნახევრისა და 10-წუთიანი შესვენებისაგან. ლელობურთს ყოველ აღდგომას თამაშობენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტ შიოს ქადაგება დიდ ოთხშაბათს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ