ჯეჯილი - ახალი სიცოცხლის, აღორძინებისა და აღდგომის დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო

4 აპრილი 17:40
423
ჯეჯილი სიმბოლოა სიცოცხლის, რწმენის, აღდგომისა და ბუნების გაღვიძების ჯეჯილი სიმბოლოა სიცოცხლის, რწმენის, აღდგომისა და ბუნების გაღვიძების

მწვანე ჯეჯილი განასახიერებს გაზაფხულს, სიცოცხლის გაგრძელებასა და სულიერ განახლებას.

ჯეჯილი ქართულ ტრადიციაში ახალი სიცოცხლის, აღორძინებისა და აღდგომის დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ის გამოხატავს იესო ქრისტეს აღდგომით მონიჭებულ ახალ სიცოცხლეს. მორწმუნეები მას სააღდგომოდ, როგორც წესი, 1-2 კვირით ადრე თესავენ, რათა ბრწყინვალე შვიდეულისთვის უკვე ამოსული, მწვანე ჯეჯილი ამშვენებდეს სუფრას.

მწვანე ჯეჯილი განასახიერებს გაზაფხულს, სიცოცხლის გაგრძელებასა და სულიერ განახლებას. მწვანე ნათესის შუაგულში, როგორც წესი, წითლად შეღებილ კვერცხებს ათავსებენ, რაც ჯვარცმისა და შემდგომი აღდგომის სიმბოლოა.

 ჯეჯილის დათესვა ხდება ხორბლისგან, ქერისაგან ან სხვა მარცვლეულისაგან. ჯეჯილი არის ოჯახში ბარაქისა და სიხარულის მომტანი სიმბოლო. 

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ