იზმირში ქართული მართლმადიდებელი თემისთვის პირველშეწირულის საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურება არქიმანდრიტმა ილია ჯინჯოლავამ სმირნელი მიტროპოლიტის, მეუფე ბართლომეოსის კურთხევით აღასრულა.
მიმდინარე წლის 12 მარტს, თურქეთის ქალაქ იზმირში, ადგილობრივი მართლმადიდებელი ქართული თემისთვის პირველშეწირულის საღმრთო ლიტურგია აღევლინა. ღვთისმსახურება სმირნელი მიტროპოლიტის, მეუფე ბართლომეოსის კურთხევითა და მისივე თანდასწრებით, არქიმანდრიტმა ილია ჯინჯოლავამ აღასრულა.
ლიტურგიას ქართული სამრევლოს წარმომადგენლები და მორწმუნეები დაესწრნენ, რომლებიც დიდმარხვის პერიოდში ერთობლივ ლოცვაში შეიკრიბნენ.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ტრადიციული სამრევლო აღაპი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ასევე ჩატარდა შეხვედრა ფორმატში — „სულიერი საუბრები და შეკითხვები მოძღვართან“. შეხვედრისას მორწმუნეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ სულიერი რჩევები.
იზმირში ქართული მართლმადიდებელი თემისთვის მომდევნო საღმრთო ლიტურგია ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ, ხუთშაბათს — 16 აპრილს გაიმართება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ვოლინის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის ძმები აშშ-ის ხელისუფლებას დაცვის თხოვნით მიმართავენ.