რენში მიცვალებულთა საყოველთაო ხსენება და საღვთო ლიტურგია გაიმართება
წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ქართულ სამრევლოში ღვთისმსახურებას დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღავლენს.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, საფრანგეთის ქალაქ რენში, წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ქართულ სამრევლოში მიცვალებულთა საყოველთაო ხსენება და საღვთო ლიტურგია გაიმართება.
დიდი მარხვის პერიოდში ეკლესია მიცვალებულთა ხსენების დღეებს განსაკუთრებული ლოცვით აღნიშნავს. წელს ეს დღეები აღინიშნება 14 თებერვალს — ხორციელის შაბათს, ხოლო 7, 14 და 21 მარტს — დიდმარხვის II, III და IV შაბათებზე.
ამასთან დაკავშირებით, 14 მარტს, შაბათს, 14:00 საათზე, რენში მდებარე ქართული სამრევლოს ტაძარში მიცვალებულთა საყოველთაო ხსენების პანაშვიდი აღესრულება. ღვთისმსახურებას სამრევლოს მოძღვარი, დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღავლენს. ამ დღეს ასევე იკურთხება საკურთხი.
მამა სპირიდონის კურთხევით, მათ, ვისაც მსახურებაზე დასწრების შესაძლებლობა არ აქვთ და სურთ, რომ მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრები ლოცვაში მოიხსენიონ, შეუძლიათ მათი სახელები კომენტარების ველში დაწერონ.
15 მარტს, კვირას, 10:00 საათზე, იმავე ტაძარში გაიმართება საღვთო ლიტურგია.
ტაძრის მისამართია:
16 Rue Sergent Guihard, 35000 Rennes.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 12 მარტს ეკლესია ღირს პროკოპი დეკაპოლელის ხსენებას აღნიშნავს.