წალენჯიხაში მოსწავლეებთან შეხვედრა საეკლესიო გალობისა და რელიგიური ღირებულებების თემაზე გაიმართა

2824
06 მარტი 17:32
24
შეხვედრა წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის N3 საჯარო სკოლის IX–X კლასის მოსწავლეებთან. ფოტო: წალენჯიხის ახალგაზრდული სულიერების ცენტრი შეხვედრა წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის N3 საჯარო სკოლის IX–X კლასის მოსწავლეებთან. ფოტო: წალენჯიხის ახალგაზრდული სულიერების ცენტრი

შეხვედრა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, გერასიმე (შარაშენიძე) ლოცვა-კურთხევით, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის N3 საჯარო სკოლის IX–X კლასის მოსწავლეებთან, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული რელიგიის, ხელოვნებისა და კულტურის წრის მოსწავლე-ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ორი თემატური გაკვეთილი ჩატარდა. პირველი შეხვედრა დაეთმო თემას — „საეკლესიო გალობა — მისი მნიშვნელობა და ადგილი მართლმადიდებლურ ტრადიციაში“. მოსწავლეებმა მოისმინეს საუბარი საეკლესიო გალობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ, გაეცნენ ქართული საეკლესიო გალობის ტრადიციას და მოუსმინეს გალობის ნიმუშებს. ასევე გაიმართა დისკუსია კითხვა–პასუხის ფორმატში, სადაც ახალგაზრდებმა იმსჯელეს გალობის მნიშვნელობაზე ეკლესიის ლიტურგიულ ცხოვრებასა და ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე მის გავლენაზე.

მეორე გაკვეთილი მიეძღვნა თემას — „რელიგია და მრწამსი — მათი არსი და მნიშვნელობა“. შეხვედრისას მოსწავლეებთან საუბარი შეეხო რწმენის მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში, რელიგიური ღირებულებების როლს საზოგადოებასა და პიროვნების ჩამოყალიბებაში, ასევე ქრისტიანულ ფასეულობებსა და ქართულ ტრადიციებს. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ მსჯელობაში, გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები და მიიღეს დავალება თემასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მოძიებისთვის.

შეხვედრის შედეგად მოსწავლეებმა მიიღეს ცოდნა საეკლესიო გალობის ტრადიციისა და რელიგიური ღირებულებების შესახებ, გაიზარდა მათი ინტერესი ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.

შეხვედრას უძღვებოდა ნაგურუს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია სარია და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რელიგიის წრის ხელმძღვანელი გიორგი ფიფია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქარელში წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ახალაგებული ტაძარი აკურთხეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ