ქარელში წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ახალაგებული ტაძარი აკურთხეს

2824
05 მარტი 18:26
25
 წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ახალაგებული ტაძარი. ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ახალაგებული ტაძარი. ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი

ტაძრის წინამძღვრად მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა მღვდელ-მონაზონი ეპიფანე (თედიაშვილი) დაადგინა.

ამა წლის 1 მარტს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მნიშვნელოვანი საეკლესიო მოვლენა გაიმართა. მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ახალაგებული ტაძარი.

ტაძრის კურთხევის შემდეგ მეუფე იობმა ტაძრის წინამძღვრად მღვდელ-მონაზონი ეპიფანე (თედიაშვილი) დაადგინა.

ღვთისმსახურების დასასრულს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა მრევლს მიმართა და ტაძრის აგებაში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა. მან ასევე დალოცა სოფლის მოსახლეობა და ახალდადგინებულ წინამძღვარს ნაყოფიერი სამღვდელმსახურო საქმიანობა უსურვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკოლა-გიმნაზიაში ინტელექტუალური თამაშის მეორე ეტაპი გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ