გარდაიცვალა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე
დეკანოზი კონსტანტინე 25 თებერვლიდან საკუთარ ტაძარში დასვენდება, ხოლო დაკრძალვა 28 თებერვალს კუკიის სასაფლაოზე გაიმართება.
2026 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა თბილისის წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერის ბაღთან მდებარე) ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.
დეკანოზი კონსტანტინე მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ეკლესიასა და მრევლს. იგი იყო თავმდაბალი მოძღვარი და სულიერი მამა, რომლის მსახურება მრავალი ადამიანის სულიერი გაძლიერებისა და ეკლესიური ცხოვრების განმტკიცებას ემსახურებოდა.
განსვენებული მღვდელმსახური 25 თებერვლიდან დასვენებული იქნება ამავე ტაძარში, სადაც მრევლსა და ახლობლებს შესაძლებლობა ექნებათ პატივი მიაგონ მის ხსოვნას და ლოცვით გამოეთხოვონ.
დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძის დაკრძალვა შაბათს, 2026 წლის 28 თებერვალს, კუკიის სასაფლაოზე გაიმართება.
დეკანოზ კონსტანტინეს გარდაცვალება დიდი დანაკლისია ეკლესიისა და მისი მრევლისთვის. მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძის გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მრევლს.
„უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაცა მართალნი განისვენებენ.“
გთხოვთ მოიხსენოთ ლოცვებში ახლად შესვენებული დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 25 თებერვალს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს.