წმიდა თეოდორე სტრატილატის ცხოვრება

21 თებერვალი 22:32
432
წმიდა თეოდორე სტრატილატი. ფოტო: mastericons წმიდა თეოდორე სტრატილატი. ფოტო: mastericons

წმიდა თეოდორე სტრატილატი IV საუკუნეში ცხოვრობდა. მისი სახელი „სტრატილატი“ ბერძნულად მხედართმთავარს ნიშნავს.

იგი მსახურობდა რომის იმპერიაში, ქალაქ ჰერაკლეაში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია). წმიდა თეოდორე გამოირჩეოდა თავისი სიმამაცით, სიბრძნით, სამართლიანობით და ღრმა ქრისტიანული რწმენით. მისი კეთილგონიერებისა და სიმტკიცის გამო იმპერატორმა მაღალი სამხედრო წოდება მიანიჭა.

გადმოცემის მიხედვით, წმიდა თეოდორემ ქალაქის მახლობლად მობინადრე საშინელი გველი (დრაკონი) მოკლა, რომელიც ხალხს ავიწროებდა. რაც სიმბოლურად ბოროტებაზე გამარჯვებას, ქრისტეს ძალით შიშის დაძლევას და სარწმუნოების სიმტკიცეს აღნიშნავს.

იმპერატორ ლიკინიუსის დროს ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა.
თეოდორემ ღიად აღიარა ქრისტე და უარი თქვა კერპთაყვანისმცემლობაზე.

წმიდა თეოდორე სასტიკად აწამეს, ჯვარს აცვეს და მრავალი ტანჯვის შემდეგ თავი მოჰკვეთეს. მისი მოწამეობა დაახლოებით 319–320 წლებში მოხდა.

გადმოცემით, წამების დროს იგი სასწაულებრივად განიკურნა, რამაც მრავალი წარმართი ქრისტიანობაზე მოაქცია.

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა თეოდორე სტრატილატს 21 (ძ/ს 8) თებერვალს იხსენებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 20 თებერვალს წმინდა კეთილმსახურ მეფე სოლომონ II-ს მოიხსენებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ