15 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს სერაფიმე საროველს მოიხსენებს

2824
15 იანვარი 17:12
14
სერაფიმე საროველი. ფოტო: ღია წყარო სერაფიმე საროველი. ფოტო: ღია წყარო

ღვთის სიყვარულით განმსჭვალული წმიდანის ცხოვრება, ღვაწლი და სულიერი მემკვიდრეობა.

მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს მოიხსენებს ღირს სერაფიმე საროველს (ერობაში – პროხორე მოშნინი) – რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს წმიდანს, რომლის ცხოვრება მთლიანად ღვთისადმი მიძღვნის, მკაცრი ასკეტური ღვაწლისა და უსაზღვრო სიყვარულის მაგალითია.

წმიდა სერაფიმე საროველი დაიბადა 1754 წლის 19 ივლისს ქალაქ კურსკში. მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და მომავალი წმიდანი ღვთისმოშიში დედის – აღათის მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა. ბავშვობიდანვე უფლის განსაკუთრებული მფარველობა ეტყობოდა: სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და მძიმე სნეულებისაგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით განიკურნა.

სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა მონაზვნური გზის არჩევა და 1778 წელს საროვის სავანეში დამკვიდრდა. მრავალწლიანი მორჩილებისა და შრომის შემდეგ ბერად აღიკვეცა და სერაფიმე ეწოდა. წმიდანმა განსაკუთრებული სიმკაცრით იტვირთა უდაბნო ცხოვრება, გამუდმებული ლოცვა, მარხვა და შრომა, რითაც თავი დაიცვა საცდურებისა და ამაო ფიქრებისაგან.

ღირსი სერაფიმე ცნობილი იყო არა მხოლოდ მკაცრი ასკეზით, არამედ ღრმა სიყვარულითა და სიმდაბლით. უფალმა მას განჭვრეტისა და სასწაულთმოქმედების ნიჭი უბოძა. მრავალი ადამიანი მისგან იღებდა სულიერ ნუგეშს, კურნებასა და რჩევას. წმიდანი განსაკუთრებულად ზრუნავდა დივეევის დედათა სავანეზე და მის სულიერ კეთილდღეობაზე.

1833 წლის 2 იანვარს ღირსი სერაფიმე საროველი მშვიდობით მიიცვალა. იგი ღვთისმშობლის ხატის წინ, ლოცვის დროს აღესრულა, როგორც მთელი ცხოვრების მანძილზე ცხოვრობდა – ღვთის წინაშე მდუმარედ და სიყვარულით მდგომი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქუთაისში ბაგრატის საკათედრო ტაძარში საახალწლო პარაკლისი აღესრულა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ