ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიწმინდისთვის ახალი ლუსკუმა შეიქმნა

2824
15 იანვარი 12:22
14
 ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიწმინდისთვის ახალი ლუსკუმა. ფოტო: ეპარქიის გვერდის სქრინშოტი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიწმინდისთვის ახალი ლუსკუმა. ფოტო: ეპარქიის გვერდის სქრინშოტი

მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით შესრულებული ნამუშევარი ქართული ლითონმქანდაკებლობის ტრადიციებსა და თანამედროვე ხელოვნებას აერთიანებს.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევითა და კეთილი ადამიანების თანადგომით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიწმინდის ჩასაბრძანებლად დიდებული ლუსკუმა შეიქმნა.

გამორჩეული ნამუშევარი ეკუთვნის ცნობილ ხელოვანს, თენგიზ მიქენაიას, რომელმაც ლუსკუმაში ქართული ლითონმქანდაკებლობის საუკუნოვანი ტრადიციების გაცოცხლება შეძლო. ლუსკუმა დამზადებულია ოქროს, ვერცხლისა და კაკლის ხისგან, რაც მას განსაკუთრებულ სიმტკიცესა და ესთეტიკურ სრულყოფილებას ანიჭებს.

ნამუშევარზე შესრულებული ახალი, ავთენტური ორნამენტები ნათლად წარმოაჩენს ხელოვანის ინდივიდუალურ ხელწერას და ამავე დროს სათუთად ინარჩუნებს იმ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

აღნიშნული ლუსკუმა წარმოადგენს ტრადიციული ოსტატობისა და თანამედროვე შემოქმედებითი ხედვის ჰარმონიულ სინთეზს და ღირსეულად აგრძელებს ქართული საეკლესიო და კულტურული ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდში მაცხოვრის წინადაცვეთისა და წმინდა ბასილი დიდის დღესასწაულები ღამისთევითი ლიტურგიით აღინიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ