წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პროექტმა ეროვნული ხარისხის ნიშანი მოიპოვა

2824
08:14
7
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზია წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზია

სკოლის მე-10 ა კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტი „My Voice, Our Future“ საერთაშორისო თანამშრომლობისა და აქტიური მოქალაქეობის საკითხებს შეეხებოდა.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა-გიმნაზიის eTwinning-ის პროექტმა „My Voice, Our Future“ ეროვნული ხარისხის ნიშანი მოიპოვა.

აღიარება სკოლის მე-10 ა კლასის მოსწავლეების აქტიური ჩართულობისა და პროექტის ფასილიტატორი პედაგოგის, ფიქრია ცერცვაძის, პროფესიული საქმიანობისა და ენთუზიაზმის შედეგია.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან თანამშრომლობით იმუშავეს აქტუალურ საკითხებზე. მათ განიხილეს აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელობა და ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში, ადამიანის უფლებების დაცვა და თანასწორობა, ასევე კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის დიალოგი.

პროექტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ და თანამშრომლობის გზით სხვადასხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემსჯელათ.

სკოლა-გიმნაზიისთვის ეროვნული ხარისხის ნიშნის მოპოვება მოსწავლეებისა და პედაგოგის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვანი აღიარებაა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, გორის სკოლა-გიმნაზიაში ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ