გელათის სასულიერო აკადემიაში დავით აღმაშენებლის 900 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

2824
18 ნოემბერი 2025 08:02
21
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე და სასულიერო აკადემიის რექტორი დეკანოზი ირაკლი ახალაძე კონფერენციაზე. ფოტო: გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე და სასულიერო აკადემიის რექტორი დეკანოზი ირაკლი ახალაძე კონფერენციაზე. ფოტო: გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სასულიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც დიდ მეფეზე მნიშვნელოვანი კვლევები და ხედვები წარმოადგინეს.

2025 წლის 17 ნოემბერს, 14:00 საათზე, გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოს განახლების მეფის – დავით აღმაშენებლის – გარდაცვალებიდან 900 წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენციას ესწრებოდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, გელათის სასულიერო აკადემიის რექტორი დეკანოზი ირაკლი ახალაძე, profesორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა სამი საინტერესოდ მომზადებული მოხსენება:

1. დეკანოზი მიქაელ კვანტალიანი „წმიდა დავით აღმაშენებელი და საბაწმიდური ტიპიკონი”
2. ისტ. დოქტორი მალხაზ მურუსიძე, პროფესორი
„დავით აღმაშენებლის საეკლესიო პოლიტიკის ისტორიიდან“
3. ისტ. დოქტორი ჯამბულ ქაშიბაძე– „დავითის ისტორიკოსის ზოგიერთი ცნობის გააზრების საკითხისათვის“

კონფერენციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი დავით აღმაშენებლის უდიდეს როლს როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესიის ცხოვრებაში და აღნიშნეს, რომ მისი მოღვაწეობის შესწავლა თანამედროვე ქართულ მეცნიერებაში კვლავაც აქტუალური და მრავალმხრივი კვლევის საგანია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გელათში კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ