გელათში კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს

2824
30 ოქტომბერი 2025 21:45
39
გელათის მონასტერი ხარაჩოებში. ფოტო: გელათის მონასტერი ხარაჩოებში. ფოტო:

ქართველ და უცხოელ სპეციალისტთა ერთობლივი ჯგუფი გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში ზონდაჟების გახსნასა და კვლევებს ახორციელებს.

გელათის სამონასტრო კომპლექსში კედლის მხატვრობის კონსერვაციის ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის კონსერვაციის პარალელურად, მიმდინარეობს სახურავის ზონდაჟების გახსნა, რის შემდეგაც ჩატარდება სახურავების სტრატიგრაფიის კვლევა. ინფორმაციას საპატრიარქოს არხი ერთსულოვნება ავრცელებს.

სამუშაოებში ჩართულნი არიან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. ადგილზე იმყოფებიან გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონ (ონიანი), კონსერვაციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე, მინეროლოგიის პროგრამის უფროსი პროფესორი სტებან ლაუე და ბიოლოგიის პროექტის ხელმძღვანელი, მიკრობიოლოგი დანიელა იზოვა.

როგორც არქიმანდრიტმა კირიონმა აღნიშნა, საერთაშორისო ექსპერტები აქტიურად აკვირდებიან მიმდინარე პროცესს. მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო მიღებული ანალიზებისა და კვლევების საფუძველზე, მარტის თვიდან კვლავ განახლდება ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო სამუშაოები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გამოიცა წიგნი: ახალმოწამე ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარის ცხოვრება და მოღვაწეობა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ