ბარაკონში წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი აკურთხეს

2824
18 დეკემბერი 2025 13:59
13
წმინდა ბარბარეს ეკლესიის კურთხევა. ფოტო: ეპარქიის გვერდი წმინდა ბარბარეს ეკლესიის კურთხევა. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა ტაძარი სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა – იგეგმება დედათა მონასტრის დაარსება.

2025 წლის 17 დეკემბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ბარაკონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი აკურთხა.

საეკლესიო წესის შესაბამისად შესრულებულ კურთხევის მსახურებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და მრევლი.

აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია წმინდა ბარბარეს სახელობის დედათა მონასტრის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს მონასტრული ცხოვრების განვითარებას და სულიერი ცხოვრების განმტკიცებას რეგიონში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობას აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ