ბარბარობის დღესასწაულზე ზუგდიდში საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღევლინა

2824
17 დეკემბერი 2025 19:04
2
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ღვთისმსახურება ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში აღასრულა.

2025 წლის 17 დეკემბერს, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, საღმრთო ლიტურგია აღავლინა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში.

წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა გერასიმემ ქადაგებით მიმართა მრევლს, ისაუბრა წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სარწმუნოებასა და მოწამებრივ ღვაწლზე, მრევლს მიულოცა ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაული და უფლის წყალობა და მშვიდობა უსურვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მონაზვნებს ანგელოზის დღე მიულოცეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ