თბილისის სასულიერო აკადემიაში უნეტარესის საიუბილეო თარიღებს საზეიმოდ აღნიშნავენ

2824
16 დეკემბერი 2025 15:01
15
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი

17 დეკემბერს გაიმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაბადების 93-ე და აღსაყდრების 48-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

17 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის დაბადების 93-ე და აღსაყდრების 48-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები, სასულიერო პირები, აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. საზეიმო სხდომის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სიტყვით გამოსვლები, რომლებიც მიეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის მრავალწლიან მწყემსმთავრულ ღვაწლს, ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე მის განსაკუთრებულ როლსა და სულიერ მემკვიდრეობას.

საიუბილეო ღონისძიება მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატულებაა საქართველოს ეკლესიის წინამძღოლისადმი, რომლის მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქვეყნის სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს საპატრიარქო მიმართვის წერილს აქვეყნებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ