გუთურში დავით აღმაშენებლის სახელობის ახალი ტაძარი აკურთხეს
მიტროპოლიტმა იოსებმა ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი ბიქტორ გიორგაძე დაადგინა და მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
2025 წლის 27 ნოემბერს, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის კურთხევა აღასრულა.
კურთხევის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ტაძრის წინამძღვრად დაადგინა დეკანოზი ბიქტორ გიორგაძე.
ამავე დღეს, მღვდელმთავარმა დეკანოზი ბიქტორი მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, რაც მისი შრომისა და ეკლესიური საქმიანობის განსაკუთრებული დაფასების ნიშანია.
შეგახსენებთ, სურამისა და ხაშურის ეპარქია მგალობელთათვის ლექცია-მასტერკლასს გამართავს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
18 სექტემბერი 19:43