ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

2824
12:44
4
სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული ჭრა-კერვის შემსწავლელი სკოლა „ელზა“ ახალ ნაკადს იღებს. ამ ეტაპზე მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს, სასწავლო პროცესი კი 1-ელ ოქტომბერს დაიწყება.

როგორც „ელზას“ სკოლის დამფუძნებელი ლია კაპანაძე აცხადებს, მსმენელები ჭრა-კერვის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საფუძვლებს შეისწავლიან.

სასწავლო კურსი ექვს თვეს მოიცავს, რომელსაც დამატებით ორთვიანი პრაქტიკული სწავლება მოჰყვება. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და პროფესიული უნარები განივითარონ.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

სკოლაში აცხადებენ, რომ სასწავლო პროგრამა დაინტერესებულ პირებს ჭრა-კერვის სფეროში ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, 21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ