თბილისში ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის საკურთხეველი ეკურთხა

2824
04 ნოემბერი 2025 12:37
40
ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საძირკველის კურთხევა. ფოტო: ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საძირკველის კურთხევა. ფოტო:

ღვთისმსახურება მიტროპოლიტმა სერაფიმემ აღასრულა.

სრულიად საქართველოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით 2 ნოემბერს თბილისში, დიდ დიღომში ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საძირკველი ეკურთხა. ტაძრის არქიტექტორები არიან თემურ ჯოჯუა და ვახტანგ ჯმუხაძე.

ღვთისმსახურება აღასრულა ტიტულარულმა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა). თანამსახურობდნენ მშენებარე ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სპირიდონ აბრალავა და სხვა სასულიერო პირები. მსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლი დალოცა და მამა გაბრიელის ხსენების დღე მიულოცა.

მიტროპოლიტი სერაფიმე: ,,ამიერიდან ამ ტაძარს ეწოდება მცირე ბიჭვინთა, ეს პატარა ტაძარი იქნება სანუგეშო და მადლის მომცემი. ჩვენ იმედი გვაქვს ღმერთი მშვიდობით დაგვაბრუნებს აფხაზეთში.’’

შეგახსენებთ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი იერუსალიმის საპატრიარქოში იმყოფება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ