სურამისა და ხაშურის ეპარქია მგალობელთათვის ლექცია-მასტერკლასს გამართავს

27 ნოემბერი 2025 19:27
60
სვიმეონი – სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი. ფოტო: საქართველოს საპატრიარქო სვიმეონი – სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი. ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

30 ნოემბერს ცნობილი მუსიკოლოგებისა და გალობის სპეციალისტების მონაწილეობით საგანმანათლებლო ღონისძიება კოლეჯი „ქართლში“ გაიმართება.

სურამისა და ხაშურის ეპარქია 30 ნოემბერს, 15:00 საათზე, კოლეჯი „ქართლში“ მგალობელთათვის სპეციალურ ლექცია-მასტერკლასს გამართავს. ღონისძიება მიზნად ისახავს საეკლესიო გალობის ღრმა ცოდნის გავრცელებასა და ახალგაზრდა მგალობელთა პროფესიული უნარების გაუმჯობესებას.

ლექცია-მასტერკლასს ჩაატარებენ:

  • მაგდა სუხიაშვილი– მუსიკოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტი;
    * ტატიანა მეგრელიძე – გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მგალობელთა ანსამბლ „სათანაოს“ ხელმძღვანელი, საპატრიარქოს გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტი.
  • ღონისძიება უზრუნველყოფს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილებას, რაც მსმენელებს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააღრმავონ უნარები ქართულ საეკლესიო გალობაში.

დასწრება თავისუფალია და ეპარქია მოწოდებით მიმართავს ყველას, ვისაც საეკლესიო მუსიკისადმი სიყვარული და ინტერესი აქვს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანს სურამისა და ხაშურის ეპარქია ულოცავს დაბადების დღეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ