ბათუმის სამებაში ღამისთევის მსახურება აღესრულა
მიტროპოლიტ დიმიტრის და აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითის ერთობლივი ლოცვა ბათუმის დედათა მონასტერში.
2025 წლის 15 ნოემბერს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ბათუმის ყოვლადწმიდა სამების სახელობის დედათა მონასტერში ღამისთევის მსახურება აღასრულა. მსახურებაში მონაწილეობდა სტუმარი მღვდელმთავარი — აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითიც, ასევე მონასტრის სამღვდელოება.
ღამისთევა მადლმოსილი ლოცვითა და სულიერი სითბოთი წარიმართა.
ინფრომაციას Facebook გვერდი: ,,ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია" სავრცელებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი იერუსალიმის საპატრიარქოში იმყოფება.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა
22 სექტემბერი 17:21