ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ლექცია გაიმართა თემაზე — „ქართული სამგალობლო ხელოვნება“
მუსიკოლოგმა მაგდა სუხიაშვილმა ქართველ მგალობლებსა და სასულიერო პირებს ქართული გალობის ტრადიციებზე ესაუბრა.
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით,2025 წლის 26 ოქტომბერს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში გაიმართა ლექცია თემაზე — „ქართული სამგალობლო ხელოვნება“.
ლექცია წაიკითხა საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის თანამშრომელმა, მუსიკოლოგიის დოქტორმა ქალბატონმა მაგდა სუხიაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეპარქიის ტაძრების მგალობლები და სასულიერო პირები, რომლებმაც მოისმინეს ქართული მრავალხმიანი გალობის ისტორიული განვითარებისა და ტრადიციის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სულთმოფენობიდან მეოცე კვირას ქადაგებით მიმართა მრევლს.