ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი იერუსალიმის საპატრიარქოში იმყოფება

2824
04 ნოემბერი 2025 12:07
25
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ვიზიტი იერუსალიმში. ფოტო: ეპარქიის ოფიციალური გვერდი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ვიზიტი იერუსალიმში. ფოტო: ეპარქიის ოფიციალური გვერდი

იერუსალიმის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა შეხვედრა.

2025 წლის 3 ნოემბერს, იერუსალიმში ვიზიტით მყოფი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, დიმიტრი შიოლაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზაზა კანდელაკი, იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ მიიღო.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და იერუსალიმის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები. ამასთან, ხაზი გაესვა მაღალი დონის, ორმხრივი ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას.

შეხვედრა გაიმართა იერუსალიმის საპატრიარქო რეზიდენციაში, სადაც ბრძანდებოდნენ უწმინდესი და უნეტარესი თეოფილოს III — პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა და მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი თანმხლებ პირებთან ერთად.

შეგახსენებთ, მიტროპოლიტმა შიომ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი და მისი საძმო მიიღო.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ