გამოიცა წიგნი: ახალმოწამე ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარის ცხოვრება და მოღვაწეობა

2824
30 ოქტომბერი 2025 14:41
30
წიგნის ,,ახალმოწამე ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი ცხოვრება და მოღვაწეობა'' გარეკანი. ფოტო: საპატრიარქოს ბიბლიოთეკა წიგნის ,,ახალმოწამე ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი ცხოვრება და მოღვაწეობა'' გარეკანი. ფოტო: საპატრიარქოს ბიბლიოთეკა

1924 წლის 1 სექტემბერს ქუთაისში დახვრიტეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა).

საპატრიარქოს ბიბლიოთეკა ავრცელებს ინფორმაციას, რომ გამოიცა ახალი წიგნი, რომელიც აღწერს ქუთათელი მიტროპოლიტის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. წიგნში გამოქვეყნებულია საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივის, საქართველოს უახლესი ისტორიის არქივის, ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის, საქართველოს საპატრიარქოს არქი­ვის, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დოკუმენტური მასალები, რომელთა უმრავლესობა პირველად ქვეყნდება და შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.

წიგნი შედგება 10 თავისა და 29 ქვეთავისაგან. წიგნის ავტორი: ისტორიის დოქტორი, პროფესორი ირაკლი ლორთქიფანიძე. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ისტორიისა და საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევრებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ლექცია გაიმართა თემაზე — „ქართული სამგალობლო ხელოვნება“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ