ნიკოლოზ კიკვიძემ მაცხოვრის ახალი ,,ჯვარცმა“ შექმნა

2824
27 სექტემბერი 2025 21:26
35
ჯვარცმა. ფოტო: სოციალური ქსელი ჯვარცმა. ფოტო: სოციალური ქსელი

მისი ახალი შემოქმედება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შეიქმნა უნიკალური ნიმუში, „ჯვარცმა“. მისი ავტორი ნიკოლოზ კიკვიძეა.

ნამუშევარი არა მხოლოდ მხატვრული ქმნილებაა, არამედ ღრმა სულიერი სიმბოლოა: იგი გვახსენებს, რომ, როგორც მაცხოვარი ჯვარს ეცვა კაცობრიობისთვის, ისე საქართველოც ორი ათასი წლის განმავლობაში ჯვარს ეცვა ქრისტესთვის. ისტორიის სირთულეებითა და ტანჯვით გაჯერებულ გზაზე ქართველმა ერმა რწმენა შეინარჩუნა და ჯვარზე დგომის ძალა გამოიჩინა.

„ჯვარცმა“ ამავე დროს იმედის გზავნილია — როგორც უფლის ჯვარცმას მოჰყვა აღდგომა და ამაღლება, ასევე საქართველოსაც ინებოს ღმერთმა აღდგომა, განახლება და სულიერი ამაღლება. ნიკოლოზ კიკვიძის მიერ შექმნილი ნიმუში აქცენტს სწორედ ამ მარადიულ ციკლზე — ტკივილსა და გამარჯვებაზე, დაღუპვასა და აღდგენაზე აკეთებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებლები წმინდა ჯვრის ამაღლებას აღნიშნავენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ