ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა

დღეს 17:06
117
ღვთისმსახურება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ფოტო: მჟკ ღვთისმსახურება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ფოტო: მჟკ

23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების ბრწყინვალე დღესასწაულს — გიორგობას — აღნიშნავს.

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღასრულა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს — მისი აღსრულების, ხოლო 23 ნოემბერს — ბორბალზე წამების დღეს.

წმინდა გიორგი კაპადოკიელი რომის იმპერიის დიდებული მხედართმთავარი იყო. თავისი სიმამაცითა და სამხედრო დამსახურებით მან იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მიიპყრო და მალე მისი პირადი მცველი გახდა.

როდესაც იმპერატორმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმინდა გიორგიმ უშიშრად აღიარა ქრისტეს სარწმუნოება, დაგმო კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანობა იქადაგა.

ქრისტეს სარწმუნოების უარყოფაზე უარის თქმის გამო წმინდანი სასტიკად აწამეს. იგი ურმის თვალზე მიაკრეს, რომლის ქვეშაც მახვილები იყო დაგებული. თუმცა ღვთის სასწაულებრივი შეწევნით წმინდა გიორგი განიკურნა. მისმა სულიერმა სიმტკიცემ და აღსრულებულმა სასწაულებმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. საბოლოოდ, წმინდანს თავი მოჰკვეთეს.

წმინდა დიდმოწამე გიორგის მოწამეობრივი ღვაწლი ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ერთგულებისა და შეურყეველი სიმტკიცის მაგალითად იქცა.

საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე მრავალი ტაძარი და სალოცავია აგებული. მისი ხსენება ქართველი ხალხის სულიერ ცხოვრებასა და მრავალსაუკუნოვან საეკლესიო ტრადიციაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: გოგნის „კარუგდებელი“ — უნიკალური სალოცავი იმერეთში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ