„ღირებულებითი განათლების“ კლუბის წევრები წმინდა გიორგის მამათა მონასტერს ეწვივნენ

დღეს 12:56
0
„ღირებულებითი განათლების“ კლუბის მოსწავლეები „ღირებულებითი განათლების“ კლუბის მოსწავლეები

გასვლითი გაკვეთილის თემა იყო „ეროვნული და რელიგიური დღესასწაულები“ – არქიმანდრიტმა სვიმონმა მოსწავლეებს მონასტრის ისტორია და მისი კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობა გააცნო.

2026 წლის 20 ნოემბერს საჩხერის მეორე საჯარო სკოლის „ღირებულებითი განათლების“ კლუბის მოსწავლეებისთვის ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გასვლითი გაკვეთილი გაიმართა.

შეხვედრის თემა იყო „ეროვნული და რელიგიური დღესასწაულები“. მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სვიმონმა (ეზიაშვილმა), დალოცა მოსწავლეები და მათ ჯრუჭის მონასტრის ისტორიის, მისი სულიერი მემკვიდრეობისა და კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

გასვლითი გაკვეთილის მიზანი მოსწავლეებისთვის ეროვნული და რელიგიური დღესასწაულების მნიშვნელობის გაცნობა, ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის პატივისცემისა და ეროვნული ღირებულებების გააზრების ხელშეწყობა იყო.

საჩხერის მეორე საჯარო სკოლის „ღირებულებითი განათლების“ კლუბის ხელმძღვანელია დეკანოზი ზურაბ გველესიანი.

პროექტი „ღირებულებითი განათლება“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: ზესტაფონის №7 საჯარო სკოლაში „იდეათეკა“ გაიხსნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ