„დავითიანნი“ პროექტის „გაიცანი აფხაზეთი — დაიცავი მემკვიდრეობა“ პარტნიორებს იწვევს

19 ნოემბერი 12:55
162
პროექტი „გაიცანი აფხაზეთი — დაიცავი მემკვიდრეობა“ პროექტი „გაიცანი აფხაზეთი — დაიცავი მემკვიდრეობა“

საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ინტელექტუალური ოლიმპიადა ტარდება, რომლის მიზანია აფხაზეთის ისტორიისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება.

საზოგადოებრივი მოძრაობა „დავითიანნი“ საგანმანათლებლო პროექტის „გაიცანი აფხაზეთი — დაიცავი მემკვიდრეობა“ მხარდასაჭერად კომპანიებს, ორგანიზაციებსა და კერძო პირებს პარტნიორობისკენ მოუწოდებს.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში აფხაზეთის ისტორიისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და მომავალი თაობის პასუხისმგებლობის გაძლიერება ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში.

ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ინტელექტუალური ოლიმპიადა ტარდება, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაეცნონ აფხაზეთის ისტორიულ-კულტურულ სივრცეს, გაიაზრონ მისი მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში და მიღებული ცოდნის საფუძველზე ჩამოიყალიბონ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის მიმართ.

როგორც საზოგადოებრივ მოძრაობაში აცხადებენ, პარტნიორების მხარდაჭერა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით იქნება გამოყენებული. კერძოდ, დაფინანსდება ინტელექტუალური ოლიმპიადის ორგანიზება და ჩატარება, მონაწილე ახალგაზრდების წახალისება და გამარჯვებულთა დაჯილდოება, ასევე დამატებითი საკითხავი ლიტერატურის შეძენა და ახალგაზრდებისთვის მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

პროექტში ჩართვა შესაძლებელი იქნება როგორც ფინანსური მხარდაჭერით, ისე საგანმანათლებლო რესურსების, საპრიზო პროდუქციისა და საჭირო მომსახურების უზრუნველყოფით. პარტნიორობის ფორმა და პირობები თითოეულ დაინტერესებულ მხარესთან ინდივიდუალურად, მისი შესაძლებლობებისა და პროექტის საჭიროებების გათვალისწინებით, განისაზღვრება.

ორგანიზატორების განცხადებით, ბიზნესსექტორისთვის პროექტში მონაწილეობა სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომელიც ახალგაზრდების განათლებასა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

პარტნიორობით დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს საზოგადოებრივი მოძრაობა „დავითიანნი“ პირადი შეტყობინების საშუალებით დაკავშირებისკენ მოუწოდებს. დაინტერესებულ მხარეებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია პროექტისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.

პროექტის ორგანიზატორების მთავარი მიზანია, აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ცოდნა ახალგაზრდა თაობის განათლებისა და ეროვნული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან საფუძვლად იქცეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: „დავითიანნი“ თბილისობის დღესასწაულს შეუერთდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ