ზესტაფონის №7 საჯარო სკოლაში „იდეათეკა“ გაიხსნა
ახალ საგანმანათლებლო სივრცეში მოსწავლეები თანამედროვე წიგნებით, ტექნოლოგიებითა და სასწავლო რესურსებით ისარგებლებენ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რევაზ მუმლაძის სახელობის №7 საჯარო სკოლაში მრავალფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე „იდეათეკა“ გაიხსნა. სივრცე საქართველოს ბანკისა და ქართული წიგნის ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში მოეწყო. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში, სკოლებსა და ადგილობრივ თემებში, თანამედროვე ბიბლიოთეკებისა და საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა.
ზესტაფონის №7 საჯარო სკოლაში „იდეათეკის“ მოწყობა სკოლის კურსდამთავრებულმა ბეჟან სამხარაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ბეჟან წაქაძემ თანადაააფინანსეს. ორივე მათგანი სივრცის გახსნას დაესწრო.
გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და ქართული წიგნის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თინათინ მამულაშვილი. ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზესტაფონში კვალითის დასაზლებაში ახალმოწამეთა სახელობის ტაძარში პირველი ლიტურგია აღევლინა.
