შიო III ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს
13 ნოემბერს, თბილისში, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართება.
ამა წლის 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე, პარაკლისს აღავლენს.
ღვთისმსახურება 17:00 საათზე დაიწყება.
ასი ათასი მოწამის ხსენების დღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც თბილისის სარწმუნოებისათვის თავდადებულ წმინდანთა მოწამებრივი ღვაწლის უკვდავსაყოფად აღინიშნება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
