ბოდბის ეპარქიაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბებში შეხვედრები გრძელდება

დღეს 11:25
14
შეხვედრები „ღირებულებითი განათლების“ კლუბებში, ბოდბის ეპარქია. ფოტო: ეპარქიის გვერდი შეხვედრები „ღირებულებითი განათლების“ კლუბებში, ბოდბის ეპარქია. ფოტო: ეპარქიის გვერდი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა თავისუფლების მნიშვნელობასა და მის არსზე იმსჯელეს.

ბოდბის ეპარქიაში საგანმანათლებლო ინიციატივის — „ღირებულებითი განათლების“ ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გრძელდება.

2026 წლის 9 ნოემბერს დეკანოზმა საბა ნასყიდაშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლის „ღირებულებითი განათლების“ კლუბის წევრებთან შეხვედრა გამართა.

ამ თემაზე ბოდბის მონასტერში ღვთისმშობლის ხატის „ძუძუსმაწოვებელი“ ზუსტი ასლი დაბრძანდა
ათონის მთის ქილანდარის მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ზუსტი ასლი ბოდბეში 14 ოქტომბერს ჩამოაბრძანეს.

შეხვედრის თემა იყო „თავისუფლება“. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა თავისუფლების მნიშვნელობასა და მის არსზე იმსჯელეს, ყურადღება გაამახვილეს ადამიანის ცხოვრებაში თავისუფლების როლსა და მის პასუხისმგებლობასთან განუყოფელ კავშირზე.

„ღირებულებითი განათლების“ კლუბების მიზანია, ბავშვებსა და მოზარდებს დაეხმაროს მნიშვნელოვანი ზნეობრივი და საზოგადოებრივი ღირებულებების გააზრებაში, ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ბოდბის ეპარქიაში აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ახალგაზრდებში სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების განმტკიცებას, გააზრებული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებასა და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარებას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: ბოდბის მონასტერი, ქართველთა განმანათლებლის მარადიული სავანე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ