„დავითიანნის“ ახალგაზრდებმა გუნდურობის შესახებ შეხვედრები გამართეს

დღეს 12:31
42
შეხვედრა დავითიანნში შეხვედრა დავითიანნში

საპატრიარქოსთან არსებული ორგანიზაციის ახალგაზრდები საინიციატივო ჯგუფებად გაერთიანდნენ და პირველ პროექტებზე მუშაობას შეუდგნენ.

საპატრიარქოსთან არსებული ორგანიზაცია „დავითიანნის“ ახალგაზრდებისთვის გუნდურობისა და ლიდერობის თემაზე ორი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა აერთიანებს ადამიანებს ნამდვილ გუნდად და რამდენად მნიშვნელოვანია საერთო მიზნის მისაღწევად ნდობა, ურთიერთმხარდაჭერა და თანამშრომლობა.

თეორიულ განხილვასთან ერთად, ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა გუნდურ აქტივობასა და ენერგიულ სავარჯიშოში, რომელთა საშუალებითაც თანამშრომლობის მნიშვნელობა პრაქტიკულადაც გამოსცადეს.

ამ თემაზე „დავითიანნსა“ და ქართულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თანამშრომლობა სტუდენტების საგანმანათლებლო, მოხალისეობრივ და ახალგაზრდულ პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლიდერობასა და მის სხვადასხვა სტილს. მონაწილეებმა განიხილეს განსხვავება ხელმძღვანელსა და ლიდერს შორის და სიმულაციური აქტივობის საშუალებით დააკვირდნენ, თუ როგორ აისახება ლიდერობის განსხვავებული მიდგომები გუნდის მუშაობაზე.

შეხვედრების შედეგად ახალგაზრდები საინიციატივო ჯგუფებად დაიყვნენ და უკვე პირველ ინიციატივებს გეგმავენ, რომელთა განხორციელებასაც „დავითიანნთან“ თანამშრომლობით აპირებენ.

ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდებში გუნდური მუშაობის,

პასუხისმგებლობისა და ლიდერული უნარების განვითარება, რათა მათ საკუთარი იდეებითა და ინიციატივებით საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა შეძლონ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: „დავითიანნსა“ და ქართულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ