საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამტრედიის ეპარქიაში მიბრძანდა
უწმინდესი და უნეტარესი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.
დღეს, 3 ნოემბერს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია.
საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი ამ წუთებში სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში მობრძანდა, სადაც საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.
კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი ემთხვევა სამტრედიაში მდებარე წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს. საღვთო ლიტურგია ტაძარში დილის 10:00 საათზე დაიწყო. ეს არის შიო III-ის, როგორც კათოლიკოს-პატრიარქის, პირველი ოფიციალური ვიზიტი იმერეთის რეგიონში. ლიტურგიის დასრულების შემდეგ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებიც არის დაგეგმილი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი საბა: „პატრიარქობა არ არის ადმინისტრაციული თანამდებობა — ეს არის ტვირთი და ჯვარი“.
