9 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელს იხსენებს
წმიდა ნესტორი 306 წელს, ქალაქ თესალონიკში, ქრისტიანული სარწმუნოების დაცვისთვის ეწამა.
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 9 ნოემბერს წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა ნესტორი 306 წელს, ქალაქ თესალონიკში, იმპერატორ მაქსიმინე გალერიუსის მმართველობის დროს ეწამა.
გადმოცემის თანახმად, წმიდა დიმიტრი თესალონიკელის კურთხევით, ყმაწვილი ნესტორი შეებრძოლა იმპერატორის საყვარელ გლადიატორს — ბუმბერაზ და მძვინვარე ლიუსს, რომელიც გლადიატორულ არენაზე დაუნდობლად ხოცავდა ქრისტიანებს.
წმიდა ნესტორმა ლიუსი დაამარცხა, რითაც ქრისტიანთა დევნის წინააღმდეგობა და სარწმუნოებისადმი ერთგულება გამოავლინა.
იმპერატორ მაქსიმინე გალერიუსის ბრძანებით, წმიდა ნესტორი სიკვდილით დასაჯეს და მოწამებრივი აღსასრული მიიღო.
ეკლესია წმიდა ნესტორს ქრისტესთვის თავდადებისა და სარწმუნოების სიმტკიცის მაგალითად მოიხსენიებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეებს ტროფიმეს, საბატისა და დორიმედონტს მოიხსენიებს.
