სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 13 წელი შესრულდა
2013 წლის 10 ნოემბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, იღუმენ სვიმეონს (ცაკაშვილი) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან და ეპისკოპოს სვიმეონის (ცაკაშვილი) მღვდელმთავრად კურთხევიდან 13 წელი შესრულდა.
2013 წლის 10 ნოემბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, წმინდა სინოდის წევრთა თანამსახურებით, იღუმენ სვიმეონს ეპისკოპოსად დაასხა ხელი.
აღნიშნული თარიღი მნიშვნელოვანი დღეა როგორც ეპარქიისთვის, ისე მისი მრევლისთვის. ეპისკოპოს სვიმეონის მღვდელმთავრული მსახურება უკვე 13 წელია გრძელდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი გულითადად ულოცავს მის ყოვლადუსამღვდელოესობას, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს, ეპისკოპოსად კურთხევის მე-13 წლისთავს!
შევთხოვთ უფალს, განაძლიეროს მეუფე სვიმეონი თავისი მადლითა და წყალობით, მიანიჭოს ჯანმრთელობა, მხნეობა და სულიერი სიმტკიცე, რათა კიდევ მრავალი წელი ღირსეულად აღასრულოს მღვდელმთავრული მსახურება ღვთის, წმინდა ეკლესიისა და ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.
დაე, უფლის სიყვარული და
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობა მუდამ თან სდევდეს მის მღვდელმთავრულ გზას!
მრავალჟამიერ, მეუფეო!
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა: ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა გრძელდება.
