გივი მიქანაძე ბოლნისში საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო

დღეს 10:36
70
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ბოლნისის ეპარქიაში. ფოტო: ბოლნისის ეპარქია განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ბოლნისის ეპარქიაში. ფოტო: ბოლნისის ეპარქია

განათლების მინისტრმა მოსწავლეების მიერ მოწყობილი ეთნოკუთხეები დაათვალიერა და სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერ ზამურ ჭითანავასთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გამართულ საშემოდგომო ტრადიციულ ფესტივალს დაესწრო.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა სკოლის სასწავლო სივრცეები დაათვალიერა, გაეცნო სასწავლო გარემოს და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.

ამ თემაზე ბოლნისის ეპარქიაში ფეხით მსვლელობა გაიმართა
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ეპარქიას მცხეთა-თბილისის ეპარქიის მახარობელთა ჯგუფი ეწვია და საქართველოს განმანათლებლების ხატი მოაბრძანა.

ფესტივალის, სახელწოდებით „ჩვენი საქართველო აქ არის“, ფარგლებში მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ეთნოკუთხეები მოაწყვეს და სტუმრებს ქართული ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის ნიმუშები წარუდგინეს. ღონისძიების მიზანი საქართველოს კუთხეების კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაცია იყო.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), სახელმწიფო

რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: ბოლნისის მუზეუმში შეხვედრა გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ