გიორგი გულიაშვილის მიერ შესრულებული „მღვდელმოქმედებები“ არაკანონიკურია

დღეს 08:25
91
თვითმარქვია სასულიერო პირი გიორგი გულიაშვილი. ფოტო: sazu თვითმარქვია სასულიერო პირი გიორგი გულიაშვილი. ფოტო: sazu

ეკლესიის განცხადებით, გიორგი გულიაშვილი ამჯერად თავს „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – კიევის საპატრიარქოს“ მღვდელმსახურად წარადგენს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს აფრთხილებს, რომ გიორგი გულიაშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ თვითმარქვია სასულიერო პირად იყო მხილებული, ამჯერად თავს „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – კიევის საპატრიარქოს“ მღვდელმსახურად აცხადებს.

ეკლესიის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, რომლებშიც აღნიშნული პიროვნება ე.წ. მღვდელმოქმედებებს ასრულებს.

ამ თემაზე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას გამოეხმაურა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, „ტვ პირველისა“ და „ფორმულასთვის“ აკრედიტაციის შეზღუდვა საეკლესიო შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევას უკავშირდებოდა და ლიტურგიკული წესრიგის დაცვას ემსახურებოდა.

განცხადებაში განმარტებულია, რომ „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – კიევის საპატრიარქო“ უკრაინაში მოქმედი სქიზმატური დაჯგუფებაა, რომელსაც არცერთი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს.

ამასთან, აღნიშნულ დაჯგუფებას ემიჯნება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალურად აღიარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაც. მისი ოფიციალური განმარტებით, ე.წ. კიევის საპატრიარქოს დამოუკიდებელი არსებობა კანონიკურად უსაფუძვლოა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით, ამ დაჯგუფების მიერ შესრულებულ ხელდასხმებს მართლმადიდებლურ საეკლესიო სივრცეში არანაირი ძალმოსილება არ გააჩნია.

„ასე რომ, გიორგი გულიაშვილის მიერ ჩატარებული ყველა „მღვდელმოქმედება“ ასევე არაკანონიკურია და მოკლებულია რაიმე აღიარებას ან ძალმოსილებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ