ახალციხესა და ასპინძაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბების შეხვედრები გაიმართა
მღვდელი დავით რიჟამაძე მოსწავლეებს ადამიანის მისიასა და ღირებულებებზე ესაუბრა.
9 ოქტომბერს მღვდელმა დავით რიჟამაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის „ღირებულებითი განათლების“ კლუბში შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა იყო „ადამიანის მისია“.
ოქტომბრის მეორე ნახევარში მამა დავითმა კიდევ სამი შეხვედრა გამართა თემაზე „ღირებულებები“. 26 ოქტომბერს იგი ახალციხის №6 საჯარო სკოლის კლუბის წევრებს შეხვდა, 29 ოქტომბერს — დაბა ასპინძის, ხოლო 30 ოქტომბერს — სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლის კლუბის წევრებს.
პროექტი „ღირებულებითი განათლება“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-
პატრიარქის, შიო III-ის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბების შეხვედრები გაიმართა.
