დღეს 1 წელი შესრულდა მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალებიდან

დღეს 10:36
42
მიტროპოლიტი სერაფიმე (ერისკაცობაში — თამაზ ილიას ძე ჯოჯუა) მიტროპოლიტი სერაფიმე (ერისკაცობაში — თამაზ ილიას ძე ჯოჯუა)

მეუფე სერაფიმე 64 წლის ასაკში, 2025 წლის 4 ნოემბერს, კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

2025 წლის 4 ნოემბერს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი და ტიტულარული მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა).

მიტროპოლიტი სერაფიმე (ერისკაცობაში — თამაზ ილიას ძე ჯოჯუა) იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი და ტიტულარული მიტროპოლიტი.

ამ თემაზე მეუფე სერაფიმე ჯოჯუა ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს
საეკლესიო წრეები და მრევლი ლოცულობეს მეუფეს ჯანმრთელობისთვის,მას წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია.

მიტროპოლიტი სერაფიმე დაიბადა 1961 წლის 15 თებერვალს ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, რომელიც 1990 წელს არქიტექტურის ფაკულტეტის სპეციალობით დაამთავრა.

1991–1992 წლებში მორჩილებაში იმყოფებოდა მარტყოფის მამათა მონასტერში. 1992 წლის 28 აგვისტოს აღიკვეცა ბერად. იმავე წლის 2 ოქტომბერს აკურთხეს დიაკვნად, ხოლო 26 ნოემბერს — მღვდლად. 1995 წლის 20 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ ნაკურთხ იქნა ეპისკოპოსად და ჩაიბარა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია. 2000 წლის 28 ნოემბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო მოგვიანებით — მიტროპოლიტის ხარისხი.

2016 წელს მეუფე სერაფიმემ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმთავრის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, რის შემდეგაც 2016 წლის 25 აპრილიდან ირიცხებოდა ტიტულარულ მიტროპოლიტად (მღვდელმთავრად ეპარქიის გარეშე).

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისში ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის საკურთხეველი ეკურთხა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ