პატრიარქმა სამტრედიაში სალოტბარო სკოლის ახალი შენობა გახსნა
რვა წლის წინ დაარსებული სკოლისთვის შენობა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ ააგო.
3 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ სამტრედიაში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლის ახალი შენობა გახსნა.
სამტრედიის სალოტბარო სკოლა რვა წლის წინ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასთან ერთად დააარსა. გასულ წელს სკოლას წმინდა ფილიმონ ქორიძის სახელი მიენიჭა.
საქართველოში სალოტბარო სკოლების დაფუძნების იდეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ მოამაგეს, ანზორ ერქომაიშვილს, ეკუთვნოდათ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
