პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა „დარისპანის გასაჭირი“ წარმოადგინეს

დღეს 14:14
72
პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა მარჯანიშვილის თეატრში „დარისპანის გასაჭირი“ წარმოადგინეს. ფოტო: მჟკ პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა მარჯანიშვილის თეატრში „დარისპანის გასაჭირი“ წარმოადგინეს. ფოტო: მჟკ

სპექტაკლის შემდეგ მსჯავრდებულებს საქართველოს საპატრიარქოსგან საჩუქრად ჯვრები და კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ ხელმოწერილი სიგელები გადაეცათ.

30 ოქტომბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე №16 პენიტენციური დაწესებულების 12 მსჯავრდებულმა ექვს პროფესიონალ მსახიობთან ერთად ერთმოქმედებიანი კომედია „დარისპანის გასაჭირი“ ითამაშა.

მსჯავრდებულები სპექტაკლზე რამდენიმე თვის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობდნენ. მათ თავად დადგეს წარმოდგენა, შეარჩიეს მუსიკა, მხატვრულად გააფორმეს სპექტაკლი და დაამზადეს სცენისთვის საჭირო რეკვიზიტები.

ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების — მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეწყალების აქტი გამოსცა.

წარმოდგენას დაესწრნენ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და სასულიერო პირები. მაყურებელთა შორის იყვნენ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მისი მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა მოწვეული სტუმრები.

სპექტაკლი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებითა და „ინოვაციური შემოქმედების ცენტრის“ მხარდაჭერით, „შემოქმედებითი საქართველოს“ საგრანტო პროექტის ფარგლებში დაიდგა. პროექტის მიზანია, მსჯავრდებულებს შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დაეხმაროს და კულტურულ ცხოვრებაში მათი ჩართულობით საზოგადოებაში დაბრუნებას შეუწყოს ხელი.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დეკორატიული მებაღეობის პროფესიული პროგრამა დასრულდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ