ქალაქ ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა
ფონდ „ქართული გალობის“ ინიციატივით გამართულ ცერემონიაზე ბიუსტი ანზორ ერქომაიშვილის მეუღლემ, ლალი სეთურიძემ და ფონდის დამფუძნებელმა, ნანა გოთუამ გახსნეს.
ოზურგეთში ქართული ტრადიციული მუსიკის გამორჩეული მოამაგისა და გალობის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.
გალობის უნივერსიტეტში, რომლის ადმინისტრაციასაც ნანა გოთუა ხელმძღვანელობს, ერქომაიშვილთა მომღერალი გვარის წარმომადგენლის ღვაწლი მადლიერებით გაიხსენეს. უნივერსიტეტის განცხადებით, ანზორ ერქომაიშვილის ცოდნა, გამოცდილება და ქართული მრავალხმიანობის დაცვასა და პოპულარიზაციაში შეტა
ნილი წვლილი უნივერსიტეტის აკადემიური მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ღონისძიების პარტნიორები იყვნენ საქართველოს კულტურის სამინისტრო, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, შემოქმედის ეპარქიას ახალი მართლმადიდებლური ტაძარი შეემატა.
